
„შედგა შეთანხმება დასაქმებულებსა და ,,ინდორამა რუსთავი აზოტი-ს შორის“, – ამის შესახებ „რუსთავის აზოტის“ თანამშრომელი ბაჩანა კაპანაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი ინფორმაციით, კომპანიამ, შვიდი პუნქტი დააკმაყოფილა, რომელთა შორისაა: ხელფასის მომატება, დასაქმებულთა მიმართ სასამართლო დავების შეწყვეტა, პროტესტის დროს ყველა დღის განაცდურის ანაზღაურება და პროფკავშირების შექმნა.
„შედგა შეთანხმება დასაქმებულებსა და ,,ინდორამა რუსთავი აზოტი-ს შორის. დაკმაყოფილებული პუნქტები: 1. ხელფასის მატება დარიცხული 200 ლარის ოდენობით. 2. 5 წლის მანძილზე ყოველი წლის თებერვალში 125 ლარის მატება. 3. სასამართლო დავის შეწყვეტა დასაქმებულების მიმართ. 4. 25% პრემიის გაერთიანება ფიქსირებულ ხელფასში 6 თვიდან 1 წლამდე ვადაში. 5. პროტესტის დროს, ყველა დღის განაცდურის ანაზღაურება. 6. შეიქმნება საამქროებიდან ნდობით აღჭურვილი ადამიანებისგან შემდგარი ჯგუფი, რომელიც იმუშავებს ქარხანაში შექმნილ პრობლემებზე. 7. შეიქმნა პროფკავშირი მადლობა მინდა გადავუხადო აზოტის ქარხნის ყველა თანამშრომელს, ვინც იბრძოლა და ბოლომდე იდგა ჩვენს გვერდით“, – წერს ბაჩანა კაპანაძე სოციალურ ქსელში.