„თუ გადარჩება ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, შესაძლოა თუ არა, რომ მან მთელი ცხოვრება საინვალიდო ეტლში გაატაროს და შესაძლოა თუ არა მისი ქმედუნარიანობა სრულად შეიზღუდოს?“ – ამ კითხვით მიმართა „ტვ პირველის“ გადაცემა „პირველი ხაზის“ წამყვანმა გიორგი ნიორაძემ ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელ მარიამ ჯიშკარიანს. აღნიშნულ შეკითხვას დეპუტატი რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება და ამბობს, რომ გიორგი ნიორაძეს საბჭოური მენტალობა აქვს.
„ეს ჯიშკარიანი რომ შშმ პირთა მოძულეა, გავიგეთ, მაგრამ ამ ახალგაზრდა კაცს არ რცხვენია, ასეთი საბჭოური მენტალობა რომ აქვს? სამწუხაროა, რომ ამ ტელევიზიაში შშმ პირთა მიმართ რეგულარულად ისმის სიძულვილის ენა, რაც შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით ახალისებს დისკრიმინაციას და სტიგმას“, – წერს რატი იონათამიშვილი.