„მიხეილ სააკაშვილო მას, (ერთ დროს შენი გუნდის წევრს მაინც მოუსმინე) შენთვის სასიკეთოს წერს და ამბობს“- წერს საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი, რომელიც აზიარებს თამარ ჩერგოლეიშვილის ფეისბუქ პოსტს, სადაც ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხეში დიდი ხნითაა და არანაირი ასი ათასი ქართველი არ არსებობს, ვინც მას გამოიხსნის.
მიუხედავად იმისა, რომ ჩემი და თამარ ჩერგოლეიშვილის პოლიტიკური გემოვნება ერთმანეთს არ ემთხვევა უნდა აღვნიშნო, რომ ოპოზიციურ სპექტრში ის ერთ-ერთი მაგრამ ამასთან ერთადერთი რადიკალურად განწყობილი ძალაა რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” “პოლიტიკუურ ვაის” ხვდება, ხედავს და სათქმელსაც პირდაპირ ამბობს. მიხეილ სააკაშვილო მას,( ერთ დროს შენი გუნდის წევრს მაინც მოუსმინე) შენთვის სასიკეთოს წერს და ამბობს. აბა, ნიკა გვარამიამ და შექმნილმა პოლიტიკურმა ილუზიებმა უკვე დაგაქცია და წაგაქცია“- წერს მეგრელიშვილი.