პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის მცდელობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის მცდელობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ
ბრალდებულები განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვის მიზნით, დაუკავშირდნენ სხვა სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებული ბრალდებულის ძმას და განუმარტეს, რომ რუსთავში მდებარე მისი ძმის ბინაში ინახებოდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება და ბინის გასაღების გადაცემა მოთხოვეს.

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 122.34 გრ. ნარკოტიკული საშუალება „ალფა-პვპ”, ხსენებული ბინიდან ამოიღეს, ხოლო ბრალდებულები, რომლებიც ნარკოტიკული საშუალების გამოსატანად მივიდნენ შემთხვევის ადგილზე დააკავეს.

დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-260-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” და მესამე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის მცდელობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.

Back to top button