თამარ იოსელიანმა ITU – ს ევროპის ოფისის ხელმძღვანელთან საქართველოში ტელეკომუნიკაციის სფეროსა და ციფრული ჰაბის განვითარება განიხილა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის (ITU) ევროპის ოფისის ხელმძღვანელს, იაროსლავ პონდერს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის თანამშრომლობის პრიორიტეტებზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოში ფართოზოლოვანი ინტერნეტ-ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესზე, აგრეთვე ქვეყნის მთავრობის პრიორიტეტულ მიმართულებაზე ციფრული ჰაბის განვითარებასთან დაკავშირებით.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ქვეყანაში ფიჭური მაუწყებლობის საკითხს. აღინიშნა, რომ მთავრობა აქტიურად მუშაობს ისეთი ტექნოლოგიების განვითარებაზე, რომლის შედეგადაც ქვეყნის მოქალაქეები მიიღებენ სხვადასხვა შინაარსის ადრეულ გამაფრთხილებელ შეტყობინებებს.

მხარეებმა განიხილეს საქართველოში AI განვითარების არსებული ვითარება და AI – საგზაო რუკის შემუშავების პროცესის შესაძლო მხარდაჭერის შესაძლებლობა ისეთი ავტორიტეტული ორგანიზაციისგან, როგორიცაა ITU – ია.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები.

Back to top button