
კასპის მუნიციპალიტეტში მერიის მხარდაჭერით, ომარ კელაპტრიშვილის სახელობის კულტურის ცენტრში „ქართლური“ ტრადიციული სიმღერისა და გალობის ფესტივალი გაიმართა.
ფესტივალი კასპში 2018 წელს დაფუძნდა და ყოველწლიურად იმართება.
მონაწილეებმა ფესტივალის დაწყებამდე ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძარში იგალობეს.
ფესტივალის მიზანი ხალხური სიმღერების და საგალობლების პოპულარიზაციაა.
ფესტივალის მონაწილეებს მიესალმა მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე.
კასპის მუნიციპალიტეტის მერიამ ფესტივალში მონაწილე15 მუნიციპალიტეტის ფოლკლორულ ანსამბლს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.