Nebula AI Hub-ი Lotus Impact Finance-თან სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებს

Nebula AI Hub-ი თანამშრომლობას იწყებს ფინტეკ და საინვესტიციო პლატფორმასთან Lotus Impact Finance-თან, რომელიც საქმიანობს როგორც საქართველოს, ისე უზბეკეთის ფინანსურ სექტორში.

აღნიშნული პარტნიორობის ფარგლებში, Nebula AI Hub-ი უზრუნველყოფს ხელოვნური ინტელექტის მოდელების შექმნასა და დანერგვას, რომლებიც გამოყენებული იქნება როგორც საქართველოში, ისე უზბეკეთში მოქმედ ფინანსურ ინსტიტუტებში.

„Lotus Impact Finance-თან თანამშრომლობა Nebula AI Hub-ისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორობაა. ეს თანამშრომლობა ადასტურებს, რომ ჩვენ მიერ განვითარებულ AI მოდელებს აქვთ რეალური რესურსი მართონ რთული პროცესები საერთაშორისო მასშტაბით და გახდნენ წამყვანი ფინანსური ჯგუფების ტექნოლოგიური დასაყრდენი“, – განაცხადა Nebula AI Hub-ის დირექტორმა, ნატალია პატარიძემ.

Nebula AI Hub-ის მიერ შექმნილი AI გადაწყვეტები მიმართული იქნება მონაცემთა ანალიზის გაუმჯობესებაზე, ოპერაციული პროცესების ოპტიმიზაციასა და ტექნოლოგიური მოდერნიზაციის მხარდაჭერაზე.

Nebula AI Hub საქართველოში პირველი ინოვაციური ტექნოლოგიური და საგანმანათლებლო ჰაბია, რომელიც ფოკუსირებულია ხელოვნური ინტელექტის განვითარებასა და პრაქტიკულ დანერგვაზე. ჰაბი მუშაობს სხვადასხვა სექტორისთვის AI გადაწყვეტილებების შექმნაზე, ახორციელებს სასწავლო პროგრამებს საერთაშორისო პარტნიორებთან და ხელს უწყობს ციფრული ტრანსფორმაციის პროცესებს როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო ბაზრებზე.

Back to top button