ევროპელი ინფლუენსერების ობიექტივში საქართველოს ზამთრის კურორტები მოექცა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ესპანეთიდან, იტალიიდან და შვედეთიდან მოთხილამურე ბლოგერებს უმასპინძლა.  ტურის 5 მონაწილე გურიაში ბახმაროს, სვანეთში კი მესტიასა და უშგულს ესტუმრა.

მოთხილამურე ინფლუენსერებმა გურიისა და სვანეთის მთებში ისრიალეს, საქართველოს ზამთრის ტურისტული კურორტების შესახებ ვიდეორგოლები, სთორები და პოსტები მოამზადეს, რომელიც სოციალური ქსელებით გავრცელდა. მომზადებულ მასალას კი ასიათასობით გამომწერი ეცნობა.

ტურის მიზანია საქართველოს ზამთრის ტურისტული მიმართულების პოპულარიზაცია და  ევროპის ქვეყნებიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების გაზრდა.

Back to top button