
კასპის მუნიციპალიტეტში “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები ამჯერად სოფელ გრაკალში, დოესში, ზემო ჩოჩეთში და მეფისქალაქში გაიმართა.
შეხვედრას ესწრებოდნენ კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებები.
შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა და ადგილობრივებმა არსებული პრობლემების შესახებ ერთობლივად იმსჯელეს.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“- ს ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შესახებ კი გადაწყვეტილება ადგილობრივებმა ხმათა უმრავლესობით მიიღეს.
#სოფლისმხარდაჭერისპროგრამა2026