
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში კასპის მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან შეხვედრები და კონსულტაციები გრძელდება.
განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე საკრებულოს თავმჯდომარესთან შოთა ბეგლარაშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მეფისქალაქის ადმინისტრაციული ერთეულის 6 სოფლის მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრებზე სოფელ გარიყულას, ერთაწმინდის, ჭყოპიანის, კაპრაშიანის, ახალსოფლის და თეძმისხევის მოსახლეობამ ხელისუფლების წარმომადგენლებს დაუსახელა ის პროექტები, რომელთა განხორციელება პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხით მოხდება.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები და კონსულტაციები, მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში გაიმართება.
#სოფლისმხარდაჭერისპროგრამა
#კასპი2026