
შპს „საქართველოს მელიორაცია“, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ფარგლებში, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეში, სარწყავი არხი „ფიქალები“-ის გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებს. პროექტის ფარგლებში, არხის 3000 მ. სიგრძის მონაკვეთზე, მიმდინარეობს დაგროვილი გრუნტისა და ნალექის ამოღება, რაც სისტემის გამართულად ფუნქციონირებას უზრუნველყოფს.
დაგეგმილი სამუშაოების დასრულების შედეგად, მნიშვნელოვნად გაიზრდება არხის გამტარუნარიანობა, რაც ხელს შეუწყობს სარწყავი წყლის შეუფერხებლად მიწოდებას. აღნიშნული არხით სარგებლობს 30 ჰექტარ ფართობზე განთავსებული, როგორც საკარმიდამო ნაკვეთები, ასევე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სავარგულები.
სამუშაოები მიმდინარე თვეში დაიწო და 15 მარტს დასრულდება.
პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობისა და ფერმერებისთვის, რადგან არხებში გაზრდილი გამტარუნარიანობა და სისტემის გამართულობა ხელს შეუწყობს მიწის ეფექტიან დამუშავებას და მოსავლიანობის ზრდას.