ირაკლი კობახიძე: იმისათვის, რომ ბაკურიანში სრულფასოვანი გახდეს ზამთრის სპორტის სახეობების ინფრასტრუქტურა, მნიშვნელოვანია, რომ გაკეთდეს ტრამპლინიდან ხტომის ბაზაც და ამას უკვე აქტიურად განვიხილავთ

იმისათვის, რომ ბაკურიანში სრულფასოვანი გახდეს ზამთრის სპორტის სახეობების ინფრასტრუქტურა, მნიშვნელოვანია, რომ გაკეთდეს ტრამპლინიდან ხტომის ბაზაც და ამას უკვე აქტიურად განვიხილავთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული ბაზა შეემატება ბაკურიანის სპორტულ ინფრასტრუქტურას, რაც კურორტის ზამთრის სპორტის სახეობების სრულფასოვან ინფრასტრუქტურას უზრუნველყოფს.

„ტრამპლინიდან ხტომის ბაზის საკითხი განიხილებოდა ახალგაზრდული ოლიმპიადის ჭრილშიც, თუმცა მაშინ ფიზიკურად ვერ ესწრებოდა ამის გაკეთება. იმისათვის, რომ ბაკურიანში სრულფასოვანი გახდეს ზამთრის სპორტის სახეობების ინფრასტრუქტურა, მნიშვნელოვანია, რომ ეს ბაზაც გაკეთდეს და ამას უკვე აქტიურად განვიხილავთ. იმედი გვაქვს, საბოლოო ჯამში, შევჯერდებით დადებით გადაწყვეტილებაზე და ეს ინფრასტრუქტურაც შეემატება ბაკურიანის სპორტულ ინფრასტრუქტურას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ სრულფასოვანი გახდეს ბაკურიანის ზამთრის სპორტის სახეობების ინფრასტრუქტურა,”- აღნიშნა პრემიერმა.

Back to top button