
ზოგადად, ვინც არ უნდა იყოს, პატიმარზე ლაპარაკი არ მახარებს, მაგრამ ეს ადამიანად უბრალოდ შეუძლებელია მიიჩნიო. რა დაინტერესება და რა მამუკა მდინარაძე? სად შენ და სად მდინარაძე შე ნაძირალა? – წერს ტელეწამყვანი ლიზა გეგეჭკორი “ქოლცენტრების საქმეზე” ბრალდებული ელისო კილაძის შესახებ, რომელმაც სასამართლოში განაცხადა, რომ მის მიმართ “დაინტერესება აქვს მამუკა მდინარაძეს”.
როგორც გეგეჭკორი წერს, ელისო კილაძე ადამიანებს წლების განმავლობაში სიცოცხლეს უმწარებდა ფინანსური ინტერესების გამო, ახლა კი, სწორედ მამუკა მდინარაძის სუს-ის უფროსობის დროს “მოუგრიხეს ბინძური კისერი”, რადგან კილაძის ჩიტები “ჩამოყარეს” და მას მფარველები აღარ ჰყავს.
“ზოგადად, ვინც არ უნდა იყოს, პატიმარზე ლაპარაკი არ მახარებს, მაგრამ ეს ადამიანად უბრალოდ შეუძლებელია მიიჩნიო. რა დაინტერესება და რა მამუკა მდინარაძე? სად შენ და სად მდინარაძე შე ნაძირალა? მთელი საქართველო გყავს გადამტერებული შენი სიბინძურეებით, ადამიანებს რას არ აბრალებდი, თან წლობით, სიცოცხლეს უმწარებდი ყველას ფინანსური ინტერესების გამო, თუ საფიჩხიიდან ვერაზე რო გაბიბინდი აქ ვინმე სულელი გგონია და არ ვიცით რომ ბინძური, როგორც აღმოჩნდა ქოლცენტრების ფულით მოხდა? თუ მანდამაინც მდინარაძის ხსენება გინდა აგერ მე ვახსენებ, დიდი მადლობა მამუკას რომ მისი ამ მნიშვნელოვან თანამდებობაზე ყოფნის დროს მოგიგრიხეს ეგ ბინძური კისერი, რომელიც აქამდეც უნდა მოგგრეხოდა მაგრამ სამწუხაროდ, ისეთი მფარველები გყოლია, უფრო სწორად ჩიტები, ვერ გკიდებდნენ ხელს. ახლა ჩიტებიც ჩამოყარეს და მათი ნაშიერიც კარგა ხანს გახეხავ მაგ ადგილს, როგორც ვატყობ! გირჩევ მოდუნდე და მაქსიმალური სიამოვნება მიიღო,” – წერს ლიზა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში.