კასპის მერიაში, მუნიციპალიტეტის საექიმო ამბულატორიების პერსონალთან სამუშაო შეხვედრა გამართა

კასპის მუნიციპალიტეტის მერიაში, მუნიციპალიტეტის საექიმო ამბულატორიების სამედიცინო პერსონალთან სამუშაო შეხვედრა გამართა – ა(ა)იპ საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის ,,სოფლის ექიმის“ სახელმწიფო პროგრამის ხელმძღვანელმა პავლე კაპანაძემ, პირველადი ჯანდაცვის სამმართველოს უფროსმა ვლადიმერ ჯანიაშვილმა, ლოჯისტიკის სამმართველოს უფროსმა კონსტანტინე ტყაბლაძემ და შიდა ქართლის რეგიონულმა კურატორმა თამარ მელიქიამ.

შეხვედრაზე განიხილეს პირველადი ჯანდაცვის ეფექტური მუშაობის სიახლეები, ამბულატორიებში არსებული პრობლემები და მოსახლეობისთვის გაუმჯობესებული სამედიცინო სერვისის მიწოდების საკითხი.

შეხვედრას ესწრებოდა კასპის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ზურაბ კოპაძე, რომელმაც საქმიანობასთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის მერიის ჩართულობაზე ისაუბრა.

Back to top button