კასპში, “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

კასპის მუნიციპალიტეტში “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები და კონსულტაციები გრძელდება.

კასპის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე დავით ქისიშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად კოდისწყაროს  ადმინისტრაციული ერთეულის 8 სოფლის მოსახლეობას შეხვდა.

ადგილობრივებმა პროექტის ფარგლებში, თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად წლის განმავლობაში დასაფინანსებელი მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები შეარჩიეს.

მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში მოსახლეობის რაოდენობიდან გამომდინარე 10 000 -12 000 -16 000 – 20 000 ლარამდე ღირებულების  პროექტები დაფინანსდება და წლის ბოლომდე დასრულდება.
#სოფლისმხარდაჭერისპროგრამა2026

Back to top button