
ალბათ გქონია მომენტი, როცა დიდი მიზნისთვის ფულს აგროვებ – იქნება ეს ბინის რემონტი, აგარაკის კეთილმოწყობა თუ ავტომობილი, მაგრამ როცა საბოლოოდ საჭირო თანხას მოუყრი თავს, აღმოაჩენ რომ სასურველი ნივთი ან მომსახურება უკვე გაძვირდა.
დღეს ეს სულ უფრო ხშირად ხდება. სწრაფი ინფლაციისა და სავალუტო რყევების გამო, ლოდინი ხშირად უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე ბანკის პროცენტით სარგებლობა. სესხს ნამდვილად არ უნდა მოექცე გაუფრთხილებლად. მაგრამ, სწორად დაგეგმვის შემთხვევაში, სესხი უბრალოდ ფინანსური ინსტრუმენტია და მისი მომგებიანად გამოყენებაც შეგიძლია, მაგალითად დიდი შენაძენის შენთვის მისაღებ პირობებში გასაკეთებლად.
„კრედო ბანკის“ სამომხმარებლო სესხი სწორედ ამ პრაგმატული მიდგომის მომხმარებლისთვისაა შექმნილი. ბანკი 500-დან 40 000 ლარამდე თანხას გთავაზობს, რაც საშუალებას გაძლევს სრულად მოერგო შენს პირად მიზნებს. მაღაზიის შიდა განვადებისგან განსხვავებით, სამომხმარებლო სესხი ერთიანად გაძლევს თანხაზე წვდომას და მისი განკარგვის სრულ თავისუფლებას. დამტკიცებული თანხა კი შეგიძლია გამოიყენო ნებისმიერი მიზნით, შეზღუდვების გარეშე.
ფინანსური გადაწყვეტილების მიღებისას გახსოვდეს, პირობებში სრულად გარკვევა პროცესის კრიტიკული ასპექტია, კრედო ბანკის პირობები მაქსიმალურად გამჭვირვალეა და დეტალურად შეგიძლია ვებსაიტზე გაეცნო. წლიური საპროცენტო განაკვეთი იწყება 10.9%-დან (ეფექტური 18.90%-დან), ხოლო სესხის გაცემის საკომისიო 2%-დან. არანაირი დაფარული გადასახადი – მომსახურების საკომისიო სიმბოლურია და 0.5 ლარიდან იწყება.
პროდუქტი მაქსიმალურად მოქნილია, როდესაც საქმე დაფარვის ვადებს ეხება. სტანდარტულად, უზრუნველყოფის გარეშე, თანხის გადანაწილება 48 თვემდე შეგიძლია. თუ უფრო მასშტაბური გეგმები გაქვს და უძრავ ქონებას უზრუნველყოფაში ჩადებ, შეგიძლია სესხის ვადა 10 წლამდეც გაზარდო. ამგვარი გრძელვადიანი განაწილება საშუალებას მოგცემს დიდი ვალის შემთხვევაშიც კი ყოველთვიური გადასახადი მინიმუმამდე დაიყვანო და უფრო მარტივად დაფარო. ასევე, საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლია ისარგებლო რეფინანსირებითაც – გააერთიანო სხვა ბანკებში არსებული ვალდებულებები და დაფარო ისინი ერთიანი, უკეთესი პირობით.
„კრედო ბანკის“ სამომხმარებლო სესხის აღება შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, ვისაც რაიმე სახის სტაბილური შემოსავალი აქვს. ბანკი არ ქმნის ბარიერებს შემოსავლის წყაროსთან დაკავშირებით, ამიტომ დარიცხული ხელფასი არ არის აუცილებელი. კრედო ბანკში სესხის აღება შესაძლებელია, თუ გერიცხება გზავნილები უცხოეთიდან, გაქვს შემოსავალი აგრო-მეურნეობიდან, ტურიზმიდან, ბიზნესიდან ან სულაც თვითდასაქმებული ხარ და შემოსავალს ხელზე იღებ. უმეტეს შემთხვევაში, განაცხადის შესავსებად მხოლოდ პირადობის მოწმობა დაგჭირდება.
სესხის მოთხოვნა მარტივია, ბანკი რამდენიმე არხს გთავაზობს, შენ კი უბრალოდ ყველაზე კომფორტული ვარიანტი უნდა აირჩიო. შეგიძლია განაცხადი შეავსო დისტანციურად – პირდაპირ პროდუქტის ვებგვერდზე განთავსებული ბმულიდან ან Mycredo აპლიკაციით. ასევე, შეგიძლია დაუკავშირდე ბანკის წარმომადგენელს ონლაინ ჩატით, დარეკო ნომერზე *4242, ან ეწვიო ნებისმიერ სერვისცენტრს.
ზოგ შემთხვევაში მნიშვნელოვანი საქმის ხვალისთვის გადადება არ ღირს. მთავარია სესხის აღებამდე ყურადღებით შეაფასო შენი სიტუაცია. თუ დღეს შეძენა შენთვის უფრო მომგებიანია – “კრედო ბანკი” დაგეხმარება მიიღო საჭირო თანხა ყველანაირი ზედმეტი ბარიერის გარეშე.