
განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს უნდა დაეთმოს პროფესიული განათლების განვითარებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ შრომის ბაზრის კვლევის შედეგების პრეზენტაციაზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ერთი პრობლემა, რაც გამოავლინა შრომის ბაზრის ანალიზმა არის ის, რომ დღეს ვინც არის დასაქმებული, იმათ მხოლოდ 60 პროცენტს სჭირდება დიპლომი საკუთარ სამუშაო ადგილზე.
„რეალურად ეს ადამიანები, 40 პროცენტი საჭიროებს პროფესიულ განათლებას, ამიტომ შესაბამისი მიმართულებით არის დასაქმებული. მოგეხსენებათ, წლების განმავლობაში იყო სერიოზული პრობლემები პროფესიული განათლების მიმართულებით. ჩვენი რეფორმის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, რომ პროფესიული განათლება დაიხვეწოს ქვეყანაში და ამაღლდეს შესაბამისი ხარისხი. ჩვენ მზად ვართ, რომ თქვენთან ერთად, განვიხილოთ ამ კვლევის დეტალები თუ არის შეკითხვები, მზად ვართ, ვუპასუხოთ შეკითხვებს. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ გადაუდებელი იყო ამ ანალიზის ჩატარება იმისათვის, რომ ჩვენ მაქსიმალურად დავიცვათ ჩვენი აბიტურიენტების, ახალგაზრდების, სტუდენტების ინტერესები და სწორი მიმართულება მივცეთ მათ საკუთარი პროფესიული გზის არჩევისას”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.