საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტის პრეზიდენტის დავიდ სასოლის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„ძლიერ ვწუხვარ პატივსაცემი და ენერგიული ევროპელი პოლიტიკოსის, ევროპარლამენტის პრეზიდენტის დავიდ სასოლის გარდაცვალების გამო. გულითადად ვუსამძიმრებ მის ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს. მშვიდად განისვენეთ, ბატონო პრეზიდენტო“, – წერს „ტვიტერზე“ შალვა პაპუაშვილი.