ეროვნულმა ბანკმა 2026 წლის იანვარში 86.6 მლნ აშშ დოლარი შეისყიდა

2026 წელს, სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარების შესაბამისად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განაგრძო საერთაშორისო რეზერვების შევსება. 2026 წლის იანვარში სებ-ის წმინდა შესყიდვებმა დაახლოებით 86.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა – საერთაშორისო რეზერვების მოცულობამ 6.3 მილიარდ დოლარს მიაღწია.

კერძოდ, იანვარში სებ-მა Bmatch პლატფორმაზე განხორციელებული ინტერვენციების შედეგად სებ-მა 86.6 მლნ დოლარის მოცულობის წმინდა შესყიდვა განახორციელა.

“საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია. შესაბამისად, სებ-ი ყოველთვის კონცენტრირებულია რეზერვების შევსებაზე, რასაც ადასტურებს ბანკის გაცხადებული პოლიტიკა. როდესაც ბაზარი ამის შესაძლებლობას იძლევა ეროვნული ბანკი ქვეყნის საერთაშორისო რეზერვებს ზრდის” – აცხადებენ ეროვნულ ბანკში.

საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე განხორციელებული ოპერაციების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2026 წლის 25 მარტს გამოაქვეყნებს.

Back to top button