
კასპის მუნიციპალიტეტში “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში,
მორიგი შეხვედრა ოკამის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში ჩატარდა.
შეხვედრას მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე საკრებულოს თავმჯდომარესთან შოთა ბეგლარაშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა.
ადგილობრივებმა ხელისუფლების წარმომადგენლებს ის პროექტები დაუსახელეს, რომელთა განხორციელებაც პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი ფინანსებითაა შესაძლებელი.
შეხვედრაზე ერთობლივი გადწყვეტილება მცირე ბიუჯეტიან, სოფლისთვის პრიორიტეტულ პროექტებზე მიიღეს.