საპატრულო პოლიციამ სარეალიზაციოდ დაფასოებული 57 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 1997 წელს დაბადებული ზ.ო. დააკავეს.

„პატრულ-ინსპექტორებმა ბრალდებული თბილისში ავტომობილით გადაადგილებისას გადამოწმების მიზნით შეაჩერეს. სამართალდამცველებმა ზ.ო.-ს მართვის ქვეშ არსებული ავტომობილიდან დიდი ოდენობით – 57 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

Back to top button