
„რა საინტერესოა „მეამას“ გადაწყვეტილება, რომ ითანამშრომლოს უცხოურ სანქციებთან და არა ქართულ მედიასთან. სახელმწიფომ დაუყოვნებლივ უნდა გადახედოს თავის ურთიერთობებს და შესყიდვებს ისეთ კომპანიებთან, რომლებიც პოლიტიკურ ინსინუაციებს ეწევიან“, – წერს „ხალხის ძალის“ დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.
მისი შეფასებით, დაუშვებელია, ქართველი ხალხის ფულით ფინანსდებოდეს ის ბიზნესი, რომელიც ქვეყნის შიგნით დაპირისპირებას ახალისებს და გარე ძალების დღის წესრიგს ატარებს.
„რა საინტერესოა „მეამას“ გადაწყვეტილება, რომ ითანამშრომლოს უცხოურ სანქციებთან და არა ქართულ მედიასთან?! ლოგიკა მარტივია: თუ საკუთარი ქვეყნის დასანქცირების მომხრეებს „უსამშობლოებს“ ვუწოდებთ, მაშინ კომპანია, რომელიც ამ სანქციებს შიდა პოლიტიკური დევნისთვის იყენებს და ეროვნულ ინტერესებს ღიად უპირისპირდება, რა ეწოდება? სახელმწიფომ ძალიან მკაფიოდ უნდა იმოქმედოს – დაუყოვნებლივ უნდა გადახედოს თავის ურთიერთობებს და შესყიდვებს ისეთ კომპანიებთან, რომლებიც პოლიტიკურ ინსინუაციებს ეწევიან. დაუშვებელია, ქართველი ხალხის ფულით ფინანსდებოდეს ის ბიზნესი, რომელიც ქვეყნის შიგნით დაპირისპირებას ახალისებს და გარე ძალების დღის წესრიგს ატარებს. ბიზნესი, რომელიც ქართულ სახელმწიფოებრიობას პატივს არ სცემს, სახელმწიფო პრივილეგიებით არ უნდა სარგებლობდეს!“, – წერს ქადაგიძე.