
კასპის მუნიციპალიტეტში “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრა აღაიანის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში გაიმართა.
შეხვედრებს კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ადგილობრივებმა პროექტის ფარგლებში, თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად წლის განმავლობაში დასაფინანსებელი მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ იმსჯელეს და შეარჩიეს.
მოსახლეობის მიერ შერჩეული ყველა პროექტი წლის განმავლობაში დასრულდება.