
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გერმანიაში, ITB Berlin 2026-ის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს.
ბერლინში მიმდინარე გამოფენაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტთან, ასევე იმერეთისა და სვანეთის დანიშნულების მართვის ორგანიზაციებთან ერთად არის წარდგენილი. გამოფენაში 15-მდე ტურისტული კომპანია და სასტუმრო მონაწილეობს.
ITB Berlin-ზე, საქართველოს სტენდთან, გამოფენის ვიზიტორები საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს ეცნობიან, ინფორმაციას იღებენ ტურისტული ადგილების, კურორტებისა და ღირსშესანიშნაობების შესახებ. საქართველოს სტენდთან სტუმრებს საშუალება აქვთ დააგემოვნონ ქართული ღვინო.
ITB Berlin-ზე ვიზიტორთა რაოდენობა დაახლოებით 100 ათასია, გამოფენზე 170-ზე მეტი ქვეყნიდან 5 ათასზე მეტი ორგანიზაცია და კომპანიაა წარდგენილი.