გორში საზღვრისპირა 19 სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

ქალაქ გორის ვაჟა-ფშაველას სახელობის საჯარო სკოლაში საზღვრისპირა 19 სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

გამართული ღონისძიებაზე  განხილული იყო გარემოსდაცვითი საკითხები, მათ შორის, კლიმატის ცვლილებები და მისი შედეგები. მოსწავლეებმა ინფორმაცია მიიღეს ატმოსფერული ჰაერის დაცვის მნიშვნელობის, ნარჩენების მართვის თანამედროვე მიდგომებისა და პლასტიკის გარემოზე ზემოქმედების შესახებ.

შეხვედრას, მოსწავლეებთან ერთად, პედაგოგები და სკოლის დირექტორები ესწრებოდნენ, რომლებსაც საჩუქრად წიგნები და შემეცნებითი მასალები გადაეცათ.

ღონისძიების ფარგლებში საუბარი შეეხო გარემოსდაცვით მიმართულებაში არსებული მოთხოვნად პროფესიებს, როგორიცაა აგრონომი, მეფუტკრე,ვეტერინარი, მეტყევე, მეტეოროლოგი და სხვა.

„განათლება არის ის ძალა, რომელიც აძლიერებს საზოგადოებას — განსაკუთრებით იქ, სადაც სიმტკიცე და ერთიანობა ყველაზე მეტად ფასობს. გარემოსდაცვითი ცოდნა მხოლოდ ინფორმაციის ფლობა არ არის — ეს არის პასუხისმგებლობა, რომ ვიზრუნოთ ჩვენს გარემოზე,“ – აღნიშნა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამთა დევდარიანმა.

Back to top button