ქვემო ქართლის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე 1963 წელს დაბადებული ვ.ი. დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„პოლიციამ ბრალდებულის დროებითი საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე ნაგებობების ჩხრეკის შედეგად, ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი” და „გამომშრალი მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აცხადებენ უწყებაში.

Back to top button