
კასპის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები და კონსულტაციები დასრულდა.
დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, შეხვედრები მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში გაიმართა.
2026 წელს “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან კასპის მუნიციპალიტეტს 950 000 ლარი გამოეყო.
პროგრამის ფარგლებში, თითოეულ სოფელში მოსახლეობის მიერ შერჩეული მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება, რომლებიც ძირითადად შიდა გზების, გარეგანათების, სასმელი და სარწყავი წყლის სისტემების, სპორტული და კულტურული ობიექტების, დასასვენებელი და გასართობი სივრცეების მოწყობა /რეაბილიტაციას ითვალისწინებს.
ყველა პროექტი წლის განმავლობაში დასრულდება.