
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ქვეყნის ტურისტულ პოტენციალს გერმანიაში, საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე ITB Berlin 2026 წარადგენს. გამოფენაში ტურიზმის ადმინისტრაცია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის, იმერეთისა და სვანეთის დანიშნულების მართვის ორგანიზაციების და ტურისტული კომპანიებისა და სასტუმროს წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობს.
ტურისტული კომპანია „ომნეს ტურის” წარმომადგენელი, სოფო ზურაბაშვილი აღნიშნავს, რომ ITB Berlin ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პლატფორმაა ევროპის ბაზარზე საქართველოს გასაცნობად. მისი თქმით, ბერლინის გამოფენა გამოირჩევა განსაკუთრებული ინტერესით საქართველოს მიმართ და საქართველოს სტენდი განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია.
„წლევანდელი გამოფენაც გამორჩეულია ამ კუთხით – ბევრი ევროპელი სტუმარი, ბევრი დამთვალიერებელი მოდის და ეს ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი კომპანიისთვის, ისე კერძო სექტორისთვის” – აღნიშნა ზურაბაშვილმა.
გამოფენის სტუმრები საქართველოს სტენდთან ადგილობრივი ტურისტული პროდუქტებს, კურორტებსა და ღირსშესანიშნაობებს ეცნობიან, პარალელურად, კომპანიებს შესაძლებლობა აქვთ პოტენციურ პარტნიორებთან საქმიანი კონტაქტები დაამყარონ.
ITB Berlin 2027-ზე ვიზიტორთა რაოდენობა დაახლოებით 100 ათასია, გამოფენაზე 170-ზე მეტი ქვეყნიდან 5 ათასზე მეტი ორგანიზაცია და კომპანიაა წარდგენილი.