
ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან აზიის განვითარების ბანკსა და საქართველოს პარტნიორობის შესახებ, – ამის შესახებ აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა მასატო კანდამ განაცხადა.
როგორც აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა აღნიშნა, ქვეყნის მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერა აზიის განვითარების ბანკის პრიორიტეტია.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრს მივულოცე ძლიერი მაკროეკონომიკური პარამეტრები და რიკოთის მონაკვეთის მშენებლობის დასრულება. ეს არის საოცარი პროექტი, რომელიც მხარს უჭერს რეგიონულ დაკავშირებადობას. განვიხილეთ შუა დერეფანში აზიის განვითარების ბანკის მონაწილეობა, ვისაუბრეთ აეროპორტების განახლებისა და ტურიზმის სფეროს განვითარებაზე.
კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კერძო სექტორში ინვესტირების გზით გავაგრძელებთ საქართველოს ამბიციის მხარდაჭერას, იყოს აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი რეგიონული კარიბჭე”, – განაცხადა აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა.