
აქტივისტი სამირა ბაირამოვა სოციალურ ქსელში მარნეულის ადგილობრივი მედიის სტატიას აქვეყნებს, რომელშიც მოცემულია მარნეულის რელიგიური პირების პასუხი გიგა ბოკერიას მიმართ.
ისინი ბოკერიას წარსულს ახსენებენ და აცხადებენ, რომ ის ადამიანები, რომლებსაც ბოკერია აკრიტიკებს, იგივე პირები არიან, ვისთანაც ურთიერთობა ჰქონდა და სთხოვდა, მისი პარტიის სასარგებლოდ მიეცათ ხმა.
ბოკერიას მოუწოდებენ, ისიც გაიხსენოს, რომ დღეების განმავლობაში რჩებოდა მარნეულში.
„მარნეულის რელიგიური პირების პასუხი ბოკერიას წერს „24 ნიუსი“/24News.ge: „ოპოზიციის ყოფილი ლიდერი უკვე რამდენჯერმე უსაფუძვლო ბრალდებებს აყენებს საქართველოს მუსლიმების მიმართ. მაშინ, როცა სწორედ ის ადამიანები, რომლებსაც იგი აკრიტიკებს, იმავე პირები არიან, ვისთანაც თავად მიდიოდა შეხვედრებზე, ურთიერთობდა მუსლიმურ თემთან და სთხოვდა, მისი პარტიის სასარგებლოდ მიეცათ ხმა. ახლა კი ეს საზოგადოება უცებ რადიკალ ისლამისტებად გადაიქცა? გაიხსენოს ისიც, რომ დღეების განმავლობაში რჩებოდა მარნეულში, მის სოფლებში და სხვა რეგიონებში და იქ შაურმასაც კი ჭამდა“, – წერს ბაირამოვა.