
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოსა და გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
„სამართალდამცველებმა ჩატარებული პირადი ჩხრეკის შედეგად ბრალდებულებისგან 49 შეკვრად დაფასოებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით „ალფა-პვპ“ და „გამომშრალი მარიხუანა“ ამოიღეს, რომელიც სარეალიზაციოდ იყო გამზადებული.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.