გიორგი მირცხულავა: მისასალმებელია, რომ სექტორს აქვს აბსოლუტური თავისუფლება, დასვას ნებისმიერი კითხვა, რაც არ უნდა დეტალური იყოს, ან რაღაც ეტაპზე სენსიტიურიც

მისასალმებელია ასეთი შეხვედრები, სადაც სექტორს აქვს აბსოლუტური თავისუფლება, დასვას ნებისმიერი კითხვა, რაც არ უნდა დეტალური იყოს, ან რაღაც ეტაპზე სენსიტიურიც – ამის შესახებ კომპანია „ბემონის“ მმართველმა დირექტორმა გიორგი მირცხულავამ გრედა-ს ორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

„ყოველ ამ შეხვედრაზე ამ პასუხებს ვღებულობთ, რომ რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია. დღევანდელი შეხვედრაც არის ამ ტენდენციის გაგრძელება, რასაც სექტორი მივესალმებით – არ დარჩა საკითხი ენერგეტიკაში, რომელზეც დეტალური განხილვა არ მიმდინარეობს და გადაწყვეტილებების უმეტესი ნაწილი მიიღება ჩვენთან სექტორთან კონსულტაციით, რაც მისასალმებელია და წარმატების საწინდარია“ – განაცხადა მირცხულავამ.

Back to top button