დავით ტყეშელაშვილი: სახელმწიფო ძალიან აქტიურად არის ჩართული, რომ განვითარდეს ენერგეტიკა საქართველოში

„დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ბიზნესს ასეთი მხარდაჭერა და გვერდით დგომა აქამდე არ ჰქონია და სახელმწიფოს როლი ნამდვილად ძალიან დიდია – ამის შესახებ შპს ფოტომეტ-კავკასიის გენერალურმა დირექტორმა, დავით ტყეშელაშვილმა  გრედა-ს ორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

„სახელმწიფო ძალიან აქტიურად არის ჩართული, რომ განვითარდეს ენერგეტიკა საქართველოში და ქვეყანამ ერთხელ და სამუდამოდ მიაღწიოს იმ ნიშნულს, როცა ვიქნებით ენერგოდამოუკიდებლები. შესაბამისად, მე როგორც მზის ენერგიის წარმომადგენელი და ჩემი კომპანია, რომელიც ოპერირებს მზის ენერგიის მიმართულებით, ვგრძნობთ ამ მხარდაჭერას“ – აცხადებს ტყეშელაშვილი.

Back to top button