
გიორგი გამსახურდია შინაგან საქმეთა მინისტრ გეკა გელაძისთვის ერთ-ერთი ოპოზიციური არხის ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვებს, რომლებიც გელაძის მეუღლის მამას, ბიზნესმენ ზაურ ელიზბარაშვილს შეეხებოდა, სოციალურ ქსელში აფასებს.
გამსახურდიას განცხადებით, ოპოზიცია ისე განულდა, რომ შეთხზული ზღაპრებით ცდილობს ხალხისთვის თვალში ნაცრის შეყრას. მისივე ინფორმაციით, ელიზბარაშვილს, რომელიც „ელიზი ჯგუფის“ ხელმძღვანელია, ბიუჯეტში უკვე რამდენიმე ათეული წელია, მილიარდობით ლარი შეაქვს.
„აი, ასეთი ე.წ. ჟურნალისტები ჰყავს ამ უდღეურ და ქვეყნის მტერ დესტრუქციულ ძალას. იმდენად განულდნენ, რომ, აი, ამ სისულელეებით, თითიდან გამოწოვილი, თავიანთი შეთხზული ზღაპრებით ხალხს თვალში აყრიან ნაცარს. ზაურ ელიზბარაშვილს თურმე 2022 წლიდან დაუწყია ბიზნესი, ამ იმბეცილებს რომ ჰკითხო. ზაური 40 წელი ბიზნესშია, „ელიზი ჯგუფს“ ზაურის თაოსნობით მილიარდობით ლარი აქვს 4 ათწლეულის მანძილზე ბიუჯეტში გადახდილი. აი, იმ წლებში, ესენი და ამათი მამები სამშობლოს რომ ყიდდნენ მაშინ. კარგად მოუსმინეთ ამ მოაზროვნე ემბრიონს, ჟურნალისტი რომ ჰქვია, რას კითხულობს და საერთოდ რა ნარატივი უნდა, რომ შექმნას ამ თავისი ბოდვებით…“, – წერს გამსახურდია.