
ბრიტანელი მამაკაცი იმ 20 ადამიანს შორისაა, ვისაც არაბთა გაერთიანებულ საამიროებში კიბერდანაშაულის კანონების საფუძველზე ბრალი წაუყენეს, რადგან მათ გადაიღეს და გაავრცელეს მასალა, რომელიც ქვეყანაზე ირანის თავდასხმებთანაა დაკავშირებული. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, 60 წლის მამაკაცი, რომელიც დუბაიში ტურისტად იმყოფებოდა, ბრალდებულია კანონის დარღვევაში, რომელიც კრძალავს ისეთი მასალის გავრცელებას, რომელმაც შეიძლება საზოგადოებრივი უსაფრთხოება დაარღვიოს.
ლონდონელ მამაკაცს კიდევ 20 ადამიანთან ერთად ბრალი წაუყენეს მას შემდეგ, რაც პოლიციამ მის ტელეფონში ირანული სარაკეტო დარტყმის ვიდეო იპოვა. მიუხედავად იმისა, რომ მან ვიდეო პოლიციის შენიშვნისთანავე წაშალა.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, არაბთა გაერთიანებული საამიროების კიბერდანაშაულის შესახებ კანონები კრძალავს კონტენტს, რომელმაც შეიძლება „საზოგადოებრივი უსაფრთხოება დაარღვიოს“. ვიდეოების ხელახლა გამოქვეყნება ან მათზე კომენტარის გაკეთებაც კი ბრალის წაყენების მიზეზი შეიძლება გახდეს. ასეთ შემთხვევაში, სასჯელი შეიძლება მოიცავდეს 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ჯარიმას 20,000–200,000 დირჰამის ოდენობით, ხოლო, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს დეპორტაციაც ემუქრებათ.