გამსახურდია: ათას სიბინძურესთან ერთად, რა სიბინძურეც მოდიოდა ე.წ ოპოზიციური მედიებიდან, ყურში მხვდებოდა ისტერიული ბოდვა იმაზე, რომ რატომ არის ბიძინა ივანიშვილი პატრიარქის პანაშვიდებზე, რატომ გამოთქვამს აზრს, ხალხი რატომ ესალმებაო – ამ საუკუნეში ქვეყნის ნამუსი და მორალური ავტორიტეტი ეს კაცია

ათას სიბინძურესთან ერთად, რა სიბინძურეც მოდიოდა ე.წ ოპოზიციური მედიებიდან, ყურში მხვდებოდა ეს დღეები, ისტერიული ბოდვა იმაზე, რომ რატომ არის ბიძინა ივანიშვილი პატრიარქის პანაშვიდებზე, რატომ გამოთქვამს აზრს, ხალხი რატომ ესალმება და ასე შემდეგო, – ამის შესახებ გიორგი გამსახურდია წერს სოციალურ ქსელში და აქვეყნებს ვიდეოს, სადაც ბიძინა ივანიშვილი სამების ეკლესიის აშენებასთან დაკავშირებით დეტალებზე საუბრობს.

გამსახურდიას განცხადებით, აღნიშნულ ვიდეოში ჩანს ბიძინა ივანიშვილის სახე, რაც ოპოზიციის გაღიზიანებას იწვევს. მისივე თქმით, სწორედ ბიძინა ივანიშვილი წარმოადგენს „ქვეყნის ნამუსსა და მორალურ ავტორიტეტს“.

„ათას სიბინძურესთან ერთად, რა სიბინძურეც მოდიოდა ე.წ ოპოზიციური მედიებიდან, ყურში მხვდებოდა ეს დღეები ისტერიული ბოდვა იმაზე, რომ რატომ არის ბიძინა ივანიშვილი პატრიარქის პანაშვიდებზე, რატომ გამოთქვამს აზრს, ხალხი რატომ ესალმება და ასე შემდეგო. აი, მცირე ვიდეოში ჩანს ამ კაცის სახე, რომელიც თქვენ, თქვენი წაბილწული სულების პატრონებს, გაღიზიანებთ. ასე იქნება მუდამ, სანამ ადამიანურ სახეებს დაიბრუნებთ, მეტი არაა ჩემი მტერი, მაგრამ მაინც. პირადად ჩემთვის კიდევ ამ საუკუნეში ქვეყნის ნამუსი და მორალური ავტორიტეტი ეს კაცია, სწორად ეგ განაპირობებს ჩემს უპირობო მხარდაჭერას მისდამი. სხვა მე არც პოლიტიკური და არც ფინანსური ინტერესი მანდ არ მაქვს და არც მექნება, ასე არის და იქნება ხვალაც“, – წერს გიორგი გამსახურდია.

Back to top button