
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
„მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: თურქეთის, ინდოეთის, ჩინეთის რუსეთის, თურქმენეთის, აზერბაიჯანის, იორდანიის, მაროკოს, ბანგლადეშის, მიანმარის, მოლდოვას, უზბეკეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, პაკისტანის, ბელორუსის, ეგვიპტის, ლიბანის, ნეპალის, სუდანისა და სხვა სახელმწიფოების – ჯამში 105 მოქალაქე.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის 806 მოქალაქის გაძევება განახორციელეს.
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.