კასპის სოფელ თელიანში შიდა გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ თელიანში შიდა გზების რეაბილიტაცია (II  მონაკვეთი) მიმდინარეობს.

სამუშაო პროცესი კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ საკრებულოს თავმჯდომარესთან შოთა ბეგლარაშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

პროექტის ფარგლებში დაიგება 1.5 კმ-ის სიგრძის ორფენიანი ასფალტ-ბეტონის გზის საფარი, მოეწყობა რკინა-ბეტონის კიუვეტები და ეზოში შესავლელები.

მერის თქმით,  2026 წელს კასპის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება კვლავ ერთ-ერთ პრიორიტეტად რჩება და სამუშაოები ინტენსიურად გაგრძელდება, რათა მოსახლეობას უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილების შესაძლებლობა ჰქონდეს.

Back to top button