ლაშა ჯოხაძე გავრცელებულ ინფორმაციაზე, თითქოს მან საქართველო დატოვა: ტყუილია, ისევ შს სამინისტროში ვარ დასაქმებული

ლაშა ჯოხაძე მის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მან საქართველო დატოვა და საფრანგეთში ითხოვს თავშესაფარს, ტყუილს უწოდებს.

„ტყუილია, მე ვარ დასაქმებული ისევ შინაგან საქმეთა სამინისტროში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვარ. ვინ ავრცელებს ამ ინფორმაციას?! ვის დასჭირდა?! სისულელეა, რა – აბსურდი. ვიღაცამ ხომ დადო ეს სისულელე, ალბათ გავარკვევთ ამას“, – აცხადებს ლაშა ჯოხაძე.

Back to top button