რომან გოცირიძე: ამ სისულელის მართლა გჯერათ, რომ ცოცხალ ძაღლებს წვავენ? „გარდენია შევარდნაძე“ იმიტომ არის დამნაშავე, რომ მის პოსტებს წულუკიანი ულაიქებს? – სად არიან ოპოპარტიები, ვინ ქმნის დღეს ქვეყანაში კრიტიკულ დღის წესრიგს?!

„ამ სისულელის მართლა გჯერათ, რომ ცოცხალ ძაღლებს წვავენ? მართლა გჯერათ, რომ კალაძის ცოლმა მისი ქმრის მოგონილ თუ ნამდვილ საყვარელს ვარდისფერი კუბო გაუგზავნა? მართლა გჯერათ, რომ „გარდენია შევარდნაძე“ იმიტომ არის დამნაშავე, რომ მის პოსტებს წულუკიანი ულაიქებს?“, – წერს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.

ის ამბობს, რომ ამის თუ ვინმეს მართლა სჯერა, ეს მხოლოდ ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების მცირე ჯგუფია.

„ამ სისულელის მართლა გჯერათ, რომ ცოცხალ ძაღლებს წვავენ? მართლა გჯერათ, რომ კალაძის ცოლმა მისი ქმრის მოგონილ თუ ნამდვილ საყვარელს ვარდისფერი კუბო გაუგზავნა? მართლა გჯერათ, რომ „გარდენია შევარდნაძე“ იმიტომ არის დამნაშავე გამოსაცდელი ვადით აყვანილი პირის წინაშე, რომ მის პოსტებს წულუკიანი ულაიქებს და რადგან ლამაზი ყვავილები აქვს, უკრაინის დროშის ფერი თაიგული არ გამოდო ფეისბუკზე? თუ ვინმეს მართლა სჯერა, ეს მხოლოდ ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების მცირე ჯგუფია. ხელისუფლების შეცვლას გადაუწყვეტელი და ოცნებისთვის ზურგშექცეული ადამიანების მიმხრობა სჭირდება. „ოცნების“ ხელისუფლების ამ გზით გაშავებას რაიმე შედეგი მოაქვს? წალეკა ტელევიზიები და სოციალური სივრცე ოპოისტერიამ. ფასების ზრდა ყველას დაავიწყდა. სად არიან ოპოპარტიები, ვინ ქმნის დღეს ქვეყანაში კრიტიკულ დღის წესრიგს?!“, – წერს რომან გოცირიძე.

Back to top button