
კასპის მუნიციპალიტეტში სასაფლაოებთან მისასვლელი გზების მოწესრიგება მიმდინარეობს.
სამუშაოებს ა(ა)იპ „კასპის კეთილმოწყობა“ ახორციელებს.
დასუფთავების სამუშაოები ქალაქის პარალელურად სოფლებშიც მიმდინარეობს.
„ა(ა)იპ „კასპისკეთილმოწყობა“ აღდგომის დღესასწაულამდე მუნიციპალიტეტში ყველა სასაფლაოსთან მისასვლელ გზას მოაწესრიგებს“ – აცხადებენ კასპის მერიაში.