ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარისა და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, საერთაშორისო დონეზე ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთისა და ყაზახეთის რესპუბლიკების მოქალაქეები – 1964 წელს დაბადებული ო.თ. და 1990 წელს დაბადებული ვ.ა. ბათუმში დააკავეს.

დაკავებულები თურქეთისა და ყაზახეთის რესპუბლიკების სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის ინტერპოლის წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე იძებნებოდნენ.

ამჟამად დაკავებულების მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

Back to top button