“კლანის ნაწილი სააკაშვილის დროსაც მუშაობდა და ნაწილი დღემდეც მუშაობს სამინისტროს სისტემაში, ჭამენ სახელმწიფო ფულს, პრაქტიკულად მაფიოზურ “კოზა ნოსტრას” წარმოადგენენ წლების განმავლობაში და თურმე, არავინ არაფერი არ უნდა გაუბედოს” – ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი სააკაშვილის მმართველობის პერიოდში კულტურის მინისტრის იულონ გაგოშიძის შვილიშვილის სოფო გაგოშიძის პოსტს.
“თეა წულუკიანის სიმართლე ნაცსექტის წინააღმდეგ ისეთ გამანადგურებელ იარაღს წარმოადგენს, რომლის წინაშე უძლურია სიცრუეზე, დანაშაულზე აგებული ნებისმიერი სექტანტური ფარი. ამ ბრძოლის ველზე, ერთადერთი უარყოფითი შედეგია, როდესაც სააკაშვილის რეჟიმის დროინდელ ნებისმიერ კატასტროფას წარმოიდგენ იოლად, გარდა კულტურის სფეროსთან შემხებლობაში მქონე დანაშაულს, თუმცა ამასაც – ამაოდ. მიშას დროინდელი მინისტრი,
იულონ გაგოშიძე, მისი ცოლი თინა ქუთელია, შვილი გიორგი გაგოშიძე, 2 შვილიშვილი და რძალი – ამ კლანის ნაწილი სააკაშვილის დროსაც მუშაობდა და ნაწილი დღემდეც მუშაობს სამინისტროს სისტემაში, ჭამენ სახელმწიფო ფულს, პრაქტიკულად მაფიოზურ “კოზა ნოსტრას” წარმოადგენენ წლების განმავლობაში და თურმე, არავინ არაფერი არ უნდა გაუბედოს, თან იმ ფონზე, როდესაც გიორგი გაგოშიძის დამსახურებაა – გელათის ამ დღეში ჩაგდება, რა დღეშიც არის და ახლა უწევს ამ პრობლემის გამოსწორება სწორედ იმ კულტურის მინისტრს, რომელსაც ესენი ასე უმოწყალოდ ლანძღავენ. ამ ფონზე იულონის შვილიშვილი და გიორგი გაგოშიძის შვილი, რომელსაც ხელოვნების მუზეუმში წლებია უნახავდნენ სამსახურს, ამერიკიდან გვმოძღვრავს და წიგნების კითხვას გვირჩევს – ნუ იყოფინ ეგე ჩვენდა!!!”-წერს ქართველიშვილი Facebook-ზე.