“დეკლარირებულად პროდასავლური, მაგრამ რეალობაში პრორუსული სააკაშვილისა და მისი გარემოცვისგან საზოგადოებას არ ესაჭიროება რჩევები განსაკუთრებით საგარეო-პოლიტიკურ ფლანგზე!”- ასე აფასებს ანალიტიკოსი გია აბაშიძე ოპოზიციის ბრალდებებს, რომლებიც ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებენ.
როგორც ანალიტიკოსი წერს მათგან, რომლებმაც ქვეყნის 20% რუსებს ჩააბარა, ყოვლად მიუღებელია ახლა ფსევდოპატრიოტული და ფსევდოსოლიდარული სენტიმენტურობა.
“ბოლო დღეებია “ნაციონალური მოძრაობა” და მისი განშტოებები ცდილობენ დაამუნათონ “ქართული ოცნების” გუნდი, თითქოს საქართველოს ხელისუფლება არაფერს აკეთებს უკრაინის მხარდასაჭერად. ვინ ვინ და რუსეთისთვის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20%-ის ჩამბარებელი და კრემლთან ევროპის საბჭოს 2008 წლის #1633 კაპიტულანტური რეზოლუციის ხელმომწერებისგან კატეგორიულად მიუღებელია ფსევდოპატრიოტული და ფსევდოსოლიდარული სენტიმენტურობა.
დეკლარირებულად პროდასავლური, მაგრამ რეალობაში პრორუსული სააკაშვილისა და მისი გარემოცვისგან საზოგადოებას არ ესაჭიროება რჩევები განსაკუთრებით საგარეო-პოლიტიკურ ფლანგზე! ეს ტოტალიტარული სექტა უშედეგოდ ცდილობს პოლიტიკური ქულების ჩაწერას და რაც მთავარია, საქართველოსა და რუსეთს შორის მორიგი ესკალაციის აგორებას. საქართველოს ხელისუფლება რომ მუდმივ კონტაქტზე და კოორდინაციაშია ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან, ჩვენს მოძმე უკრაინასთან ამას სააკაშვილის ჯიბის ტელევიზიებში, ცხადია, არ აჩვენებენ. თუმცა, ურეიტინგო ნაცარხების გარდა, გვაქვს ციფრული მედიის უზომო მრავალფეროვნება. ნაცსექტის ბრმა ადეპტი იჯერებს იმას, რითაც კვებავენ, ხოლო საზოგადოების უდიდესი ნაწილი კი მოვლენებს ობიექტურად აფასებს”-წერს Facebook-ზე აბაშიძე.