,,ნაციონალურ მოძრაობას, რომელმაც 152 სოფელი ჩააბარა რუსეთს, ქვეყნის 20%-ის ოკუპაციას შეუწყო ხელი, თავისი ყალბი პატრიოტიზმით და პოლიტიკური ქულების დაწერით, კვლავ ომის რიტორიკით გვესაუბრება.” – ასე ეხმიანება facebook მომხმარებელი ნინო ფოჩხუა ოპოზიციის მოწოდებას, რომ ხელისუფლებამ მხარდამჭერი რეზოლუცია გაუგზავნოს უკრანიას.
ფოჩხუა ამ ქმედებას ოპოზიციის მხრიდან მიზანმიმართულ პროვოკაციად აფასებს.
,,ნაციონალურ მოძრაობას, რომელმაც 152 სოფელი ჩააბარა რუსეთს, ქვეყნის 20%-ის ოკუპაციას შეუწყო ხელი, თავისი ყალბი პატრიოტიზმით და პოლიტიკური ქულების დაწერით, კვლავ ომის რიტორიკით გვესაუბრება. ბოლო დღეებია ნაცმოძრაობამ ხელისუფლების დამუნათება დაიწყო, თითქოს ის არაფერს აკეთებს უკრაინის მხარდასაჭერად, რაც სიცრუეა. ეს არის გამიზნული პროვოკაცია, რომ როგორმე ქვეყანა ჩაერთოს ამ ომში. ზუსტად ეს არის რუსული საქმე. ლავროვმა ხომ ახსენა უკრაინა და საქართველო? უკრაინაში რაც ხდება, ვხედავთ, ახლა ჩვენი რიგია? თუ არ ხარ ქვეყნის მტერი, როგორ შეიძლება გინდოდეს ხელმეორედ ომი, რომელშიც დამარცხება გარდაუვალია, იმიტომ რომ ძალაუფლება აიღო ხელში, ასე უნდა გაწირო შენი ქვეყანა და ხალხი? რაც შეეხება ჩვენს ხელისუფლებას, ისევე როგორც თავის მმართველობის პერიოდში, სწორად მიჰყავდა საგარეო პოლიტიკა, ახლაც დარწმუნებული ვარ გადადგამს სწორ ნაბიჯს ქვეყნის და არა რუსეთის საკეთილდღეოდ, როგორც ამას ნაციონალური მოძრაობა პოლიტიკური ქულების დასაწერად აკეთებს” – წერს ფოჩხუა facebook ზე.