„მხარდაჭერა აუცილებლად არ ნიშნავს საჯაროდ წამდაუწუმ მჭახე განცხადებების კეთებას და მკვეთრ მოძრაობებს. ამის უფლება თავს შეიძლება მისცენ მხოლოდ ძლიერთ ამა ქვეყნისა. უკრაინისთვის საჯარო მხარდამჭერი განცხადებები გაკეთდება მაშინ, როდესაც ამის ყველაზე შესაფერისი დრო იქნება“- ასე ეხმიანება ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე ოპოზიციის აქტიურ მოწოდებებს, რომ ხელისუფლებამ მხარდამჭერი რეზოლუცია გაუგზავნოს უკრაინას.
„დღეს ვნახე „ნაცმოძრაობის“ ამჟამინდელი თუ ყოფილი წევრების და მათთან მიტმასნილი ვითომ „პროდასავლური“ ოპოზიციის ესკაპადები უკრაინის საკითხზე. მყისვე გაჩნდა დეჟავიუ ნაცების მმართველობის იმ პერიოდის, ყველანაირად და ყველა დონეზე რომ ცდილობდნენ რუსეთის გაღიზიანებას და მათგან აგრესიის გამოწვევას. ასე მიგვიყვანეს 2008 წლის აგვისტომდე.
დღესაც უნდათ იმავე რელსებზე დააბრუნონ ქვეყანა, შედეგი რა თქმა უნდა არ ანაღვლებთ, და მათი არგუმენტი იგივე იქნება „რუსეთს ნიღაბი ხომ ჩამოვხსენითო.“
ჭკუას ისწავლება ის ხალხი, ვინც 2008 წელს ზოგი აეროპორტიდან გარბოდა ქვეყნიდან, ზოგს კი ნაძარცვით დატვირთული ჯიპების გრძელი რიგი ჰქონდა გაჭიმული წითელ ხიდთან ქვეყნიდან გასაქცევად. მხარდაჭერა აუცილებლად არ ნიშნავს საჯაროდ წამდაუწუმ მჭახე განცხადებების კეთებას და მკვეთრ მოძრაობებს. ამის უფლება თავს შეიძლება მისცენ მხოლოდ ძლიერთ ამა ქვეყნისა. უკრაინისთვის საჯარო მხარდამჭერი განცხადებები გაკეთდება მაშინ, როდესაც ამის ყველაზე შესაფერისი დრო იქნება. ისე, როგორც თავად პრეზიდენტმა ზელენსკიმ თქვა, „მათ ომი გამოგვიცხადეს არა ჩვენ, არამედ ჩვენს ნერვებსო.“ ასე რომ დაიმშვიდეთ ნერვები ბატონებო და ქალბატონებო!“- წერს ანჯაფარიძე.