
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში, ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების მიზნით, ჩეხმა ექსპერტებმა ტრენინგი ჩაატარეს
ტრენინგს, ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, პრაღის სახელმწიფო ვეტერინარული ინსტიტუტის ექსპერტები უძღვებოდნენ.
ჩეხმა სპეციალისტებმა ლაბორატორიის თანამშრომლებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების გამოცდილება გაუზიარეს და დეტალურად განიხილეს ის მექანიზმები, რომლებიც აუცილებელია ლაბორატორიის მიერ ევროკავშირის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად.
ლაბორატორიის სპეციალისტებმა ასევე მიიღეს ინფორმაცია ევროკავშირის ქვეყნებში მოქმედ რეგულაციებსა და პრაქტიკებზე, რომლებიც რეფერენს სტატუსის მქონე ლაბორატორიებისთვის არის დამახასიათებელი.
პროექტი „სურსათის უვნებლობის, სანიტარიისა და ფიტოსანიტარიის სექტორის მხარდაჭერა საქართველოში ENPARD IV-ის ფარგლებში“ თანადაფინანსებულია შვედეთის საელჩოს, ჩეხეთის განვითარების სააგენტოსა (CzDA) და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (UN FAO) მიერ. პროექტს ახორციელებენ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (UN FAO) და ჩეხეთის განვითარების სააგენტო (CzDA).
აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია 2023 წლიდან ფლობს ეროვნულ რეფერენს სტატუსს, რაც მას ანიჭებს უფლებამოსილებასა და მაღალ კომპეტენციას, განახორციელოს რეფერენტული კვლევები.