
„აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრებისას ჩვენ ვისაუბრეთ ორ ქვეყანას შორის არსებულ აქტიურ და დინამიურად განვითარებად სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე”, – განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.
როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს დელეგაციის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მან მნიშვნელოვანი ორმხრივი შეხვედრები გამართა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, ეკონომიკისა და ენერგეტიკის მინისტრებთან.
„შეხვედრების ფარგლებში განვიხილეთ ახალი შესაძლებლობები, რომელიც კიდევ უფრო მეტად გაამყარებს ქვეყნებს შორის არსებულ დინამიკას. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ვაჭრობაზე, ინვესტიციების მოზიდვაზე, ისევე, როგორც ენერგეტიკის სექტორში მჭიდრო თანამშრომლობის გაღრმავებაზე. ჩვენ ძალიან აქტიური თანამშრომლობა გვაქვს ამ მიმართულებით აზერბაიჯანთან”, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, აღნიშნული ვიზიტი კიდევ უფრო მეტ სარგებელს მოუტანს ორ ქვეყანას შორის არსებული დადებითი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავებას.