
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ დოესში გზის ასფალტირების წინა მოსამზადებელ სამუშაოებს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, მერის პირველ მოადგილესთან დავით ქისიშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
სამუშაოების ფარგლებში დაიგება ორფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარი, მოეწყობა რკინა-ბეტონის კიუვეტები და ეზოებში შესასვლელები.
როგორც ვახტანგ მაისურაძემ აღნიშნა, მოწესრიგებული შიდა სასოფლო გზა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ადგილობრივების გადაადგილებას და უზრუნველყოფს მათ კომფორტსა და უსაფრთხოებას.
პროექტი მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.