თამარ იოსელიანმა თურქეთის ელჩთან, მუსტაფა თურქერ არისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელიანმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა თურქეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, მუსტაფა თურქერ არისთან.

მინისტრის მოადგილემ ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მოულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო გამყარებაზე, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა თანამშრომლობაზე ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორში.

თამარ იოსელიანმა ელჩს მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობაზე მიაწოდა ინფორმაცია, მათ შორის იყო ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის, რკინიგზის მოდერნიზაციის, დასავლეთ – აღმოსავლეთის მაგისტრალის, ბაქო – თბილისი – ყარსის რკინიგზის პროექტები.

მხარეებმა ასევე განიხილეს თანამშრომლობა შუა დერეფნის განვითარების კუთხით.

Back to top button